“მზია ამაღლობელმა მთელ სისტემას გააწნა სილა და ამას ვერ პატიობენ. ვერ პატიობენ იმას, თუ ერთმა ჟურნალისტმა ქალმა როგორ გაბედა ის, რომ მთელი სისტემა ესე ამხილა…
დღეს ჩვენმა პოლიციამ მაღალი ზნეობა ვერ ჩააბარა ისეთ საშინელებებს სჩადიან. მე უბრალოდ მიკვირს, სად მოასწრო ამ ხალხმა, ამ ასაკში ამდენი სიძულვილის და ბოღმის დაგროვება საკუთარი მოსახლეობის მიმართ.
ვინც დღეს დუმს ასეთი უსამართლობების მიმართ, იმასთან მიმართებაში ღმერთიც დადუმდება…“ -თქვა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ საკვირაო ქადაგებისას















