13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები მიიღო

ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

“2 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ბატონი იოანე და ქალბატონი ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები, ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა, ბატონი ზურაბ ძიძიგური და ქალბატონი ლალი ვაშაკიძე.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრები დალოცა და საჩუქრად საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები გადასცა”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ისევ დავბრუნდით საბჭოთა მენტალიტეტში”- სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი გათავისუფლებაზე
შემდეგი სტატიათბილისში დახურული ადენაუერის ფონდის ერთ-ერთი სტიპენდიანტი “ოცნების” დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე იყო