საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 25 სექტემბერს ჭყონდიდის ეპარქიაში სტუმრობისას, სადღესასწაულო წირვის დასასრულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) საჩუქრად ღვთისმშობლის პანაღია გადასცა.
თავის მხრივ, მიტროპოლიტმა სტეფანემ კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა გიორგი ჭყონდიდელისა და წმინდა დავით აღმაშენებლის ხატი უსახსოვრა.
ღვთისმსახურების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ, მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგინებით ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.
მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზი იოანე თოდუა – სოფელ დიდი ჭყონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
დეკანოზი ტარიელ რუხაძე – სოფელ სალხინოს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
იღუმენი საბა (ფილიევი) – ალერტის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი;
დეკანოზი გიორგი მდივანი – ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური;
დეკანოზი იაკობ კვირიკაშვილი – სოფელ საყდრის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
დეკანოზი გიორგი ონიანი – სოფელ სასაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
იღუმენის ხარისხში აღყვანილ იქნენ და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ცირეკიძე) – მარტვილის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტრის კეთილმოწესე;
მღვდელ-მონაზონი სტეფანე (არზიანი) – აბედათის ყოვლადწინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვარი;
მღვდელ-მონაზონი გიორგი (კოპალიანი) – ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი;
მღვდელ-მონაზონი სილუანი (მამარდაშვილი) – სალხინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე.
დეკანოზის ხარისხში აღყვანილ იქნენ:
მღვდელი თომა კაჭარავა – სოფელ კვათანის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი იაკობ გაგუა – სოფელ ტალერის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი კირიონ თხილავა – სოფელ სუჯუნის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური;
მღვდელი გიორგი ვაშაკიძე – სოფელ წაჩხურუს წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი ირაკლი ონიანი – სოფელ ფაყის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი მაქსიმე ჩაგუნავა – სოფელ ლეხაინდრავოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი მატათა ინჯგია – სოფელ თამაკონის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი მიქაელ ჯიბლაძე – სოფელ მაცხოვრისკარის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი ირაკლი ალანია – სოფელ აბედათის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი გოჩა ლიპარტელიანი – სოფელ ლაილაშის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი ნიკოლოზ მელია – სოფელ ძველი აბაშის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი იოანე დარციმელია – სოფელ ვედიდკარის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი გიორგი ციბაძე – სოფელ ონტოფოს წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
მღვდელი გიორგი საჯაია – სოფელ ბალდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.








