საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
“ხვალ, 2026 წლის 28 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აბიტურიენტებს დალოცავს”,_ აცხადებს საპატრიარქო.















