14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

შიო III: გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პატრიარქის სტატუსით წარმოთქმული პირველი ქადაგებისას განაცხადა, რომ ილოცონ მისთვის და ეკლესიის მომავლისთვის.

მისივე თქმით, ლოცვა მისცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ემსახუროს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს.

„გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი, ერთობით ვადიდებდეთ უფალს, ვიყოთ ერთსამწყსო და ერთმწყემს“, – აღნიშნავს შიო III.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე აქციების დროს დაკავებულების შეწყალებაზე: ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: შიო მესამე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს 17 მაისისთვის მიიღებს