შინდისის ბრძოლიდან 9 წელი გავიდა

გორის რაიონ სოფელ შინდისთან რუსების წინააღმდეგ გამართული ბრძოლიდან 9 წელი გავიდა. რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ. ადგილზე, სადაც 17 ქართველი გმირულად დაიღუპა, დილიდან იკრიბებიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივები. შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმაც.

აგვისტოს 5-დღიან ომში რუსულ აგრესიას საქართველოს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურის, პოლიციის 16 თანამშრომლისა და 188 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები
შემდეგი სტატიადეპუტატ ხახუბიას შვილის დევნაში მონაწილე პოლიციელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს