შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს

შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტის წარდგენისას განაცხადა. პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტებს იხილავს.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნაში – როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს. საფასური მინისტრის ბრძანებით დადგინდება. ამავდროულად, შინაპატიმრობის მოწყობილობა არის ძვირი და ბუნებრივია, დასჭირდება დეპოზიტის თანხები, რაც დარეგულირდება ნორმატიული აქტით”, – განაცხადა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა