შინაიდ ო’კონორი პრინსთან დაკავშირებით ტყუილში დაადანაშაულეს

s1ამერიკელმა კომიკოსმა  არსენიო ჰოლმა, სასამართლოში ცნობილ ირლანდიელ მომღერალს, შინაიდ ო’კონორს უჩივლა მის მიერ გამოთქმული ვარაუდის გამო, რომ ჰოლი პრინსს ნარკოტიკებით ამარაგებდა.
მომღერალმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ჰოლი პრინსს ათეულობით წლების მანძილზე ნარკოტიკებს აწვდიდა.
გუშინ მსახიობმა, მისი რეპუტაციისათვის ზიანის მიყენების გამო, მომღერალს სასამართლოში უჩივლა – ის მისგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
მსახიობმა შინაიდ ო’კონორს ბრალი დასდო “საზიზღარი, შეთითხნილი ტყუილის” გავრცელებაში და თქვა, რომ დავიწყებული მომღერალი ასე ცდილობს საზოგადოების ყურადღების დამსახურებას.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი პოროშენკოს დაემუქრა, რომ ახალ პროკურორს ოდესაში არ შეუშვებს
შემდეგი სტატიააშშ-ში ყოფილი ნაგავზე მომუშავე სერიულ მკვლელად აღიარეს