შინაგან საქმეთა სამინიტრომ 14 ოჯახში მოძალადე დააკავა

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ათეულობით მოძალადე დავაკავეთ და მომავალშიც, მსგავს ფაქტებზე მყისიერად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონებში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთში მცხოვრებ, 1994 წელს დაბადებულ, ოთხი თვის ორსულ მ.ს.-ს მეუღლემ – 1988 წელს დაბადებულმა ღ.ი.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

ასევე დადგინდა, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, 1976 წელს დაბადებულმა ა.თ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან ძმისშვილს -2001 წელს დაბადებულ კ. თ.-ს, საკუთარ დედას – 1949 წელს დაბადებულ ს. თ.-ს და რძალს – 1981 წელს დაბადებულ მ. თ.-ს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

banner
წინა სტატიაშიგახსნილი ყაჩაღობები, აღკვეთილი დანაშაულები, დიდი რაოდენობით ამოღებული იარაღი და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული 14 ადამიანი
შემდეგი სტატიაშსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოიღო