შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ხაშურში
მცხოვრები პირი მართავდა.

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 კილოგრამი
თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს.

გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე
მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს ეხმაურება
შემდეგი სტატიაოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გამო, ეროვნული ლიგის ორი შეხვედრა 5 მარტისთვის გადაიდო