შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

ქართველმა სამხედრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედლები მოპოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი ნიკოლოზ კუსიანი 100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

„ნიკოლოზ კუსიანმა, ბიცეპსზე წონის აწევაში (strict curl) იასპარეზა და გაიმარჯვა. ჩემპიონატიდან თავდაცვის ძალების ჯარისკაცთან ერთად ოქროს მედლებით დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა შალვა ბებიაშვილმა 127 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში – 200კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში – 270 კგ დაძლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა ილია ქოჩიაშვილი კი 125 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ და წარმატება მიულოცეს. უკრაინის ქალაქ ლუცკში ევროპის რიგით მე-8 ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სპორტსმენებსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს შორის ჩატარდა და მასში 12 ქვეყანა მონაწილეობდა“, – აღნიშნავენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – საქართველოში 794 000 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
შემდეგი სტატიაევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა სწავლება გაიარეს