17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი
თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ,
თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის
ტარების, ჯამრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების
გაყალბების ბრალდებით იძებნებოდნენ.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ბათუმსა და თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.

დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით 3 პირი დააკავა