შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობისთვის 33 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ,1984 წელს დაბადებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს უმასპინძლა