შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და
სამძებრო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1963 წელს
დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ღამით,
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით
დაზიანებები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ შ.დ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოში
მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის
ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით
მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ისეთივე “დამოუკიდებელი” პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება, როგორი “დამოუკიდებელი” მაჟორიტარი კანდიდატი იყო მთაწმინდის საარჩევნო ოლქში
შემდეგი სტატია10 წელი რუსეთის აგრესიიდან – საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს