შინაგან საქმეთა სამინისტროს რევოლუციური პროექტი

mxebrishviliსექტემბრის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრს გახსნის.

როგორც „იმედის“ ეთერში საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ეს არის აბსოლუტურად ახალი სიტყვა და რევოლუციური პროექტი.

„ვიდეოკამერები აღჭურვილია ანალიტიკური პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს ტვირთს პოლიციელს, ასევე საკმაოდ ეფექტურია კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. მე ხელთ მაქვს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ეს ტექნოლოგიებია დანერგილი. მაგალითად, დანაშაული ლონდონში 4 წლის განმავლობაში 416 000 – დან შემცირდა 121 700-მდე, ნიუ იორკში 15% არის დაკლებული დანაშაული, ჩიკაგოში არის 26%- ით“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ცენტრის პრეზიენტაცია 30 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

„მე გეგმაში მაქვს, რომ პერიოდულად ამ ცენტრში მოვიწვიოთ სტუდენტები, მოსწავლეები, რომლებიც თავად ნახავენ, თუ რა მეთოდებით ვებრძვით ჩვენ კრიმინალს და რა საშუალებები გვაქვს“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრემიერი მოსალოდნელ ტერაქტებზე აფრთხილებს
შემდეგი სტატიაშს მინისტრი სტურუას გარდაცვალების საქმეზე: ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავისზე