შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ასევე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა
ადმინისტრაციულ შენობაზე.
ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა
თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა
ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ტრადიციულად, ყოველი წლის ამ დღეს,
ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

banner
წინა სტატიაშისაბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია