შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ფასანაურის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის“
ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ამჯერად, პატრულ-ინსპექტორები დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის
საჯარო სკოლას ეწვივნენ და დაწყებითი კლასების 25-მდე მოსწავლეს საგზაო
უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.
სამართალდამცველებმა ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო
ინფორმაცია მიაწოდეს და მოზარდებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას
უპასუხეს.
მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ შეხვედრაზე შეძენილი თეორიული
ცოდნა პრაქტიკაში, რეალურ გარემოში გამოსცადეს.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი
თანამშრომლობით ხორციელდება. იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება
შემდეგი სტატიაადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან- კობახიძე ევროპარლამენტარის განცხადებაზე