შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ”თბილისობის” დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 4, 2019 13:46

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ”თბილისობის” დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ “თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალება.
კერძოდ, ამ დროისთვის მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, შესაბამისად,ავტომანქანები ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
გარდა ამისა, მოძრაობა, ასევე, აკრძალულია ათონელის ქუჩაზე და ნაწილობრივ ევროპის მოედანზე. ამიტომ, მეტეხის აღმართიდან მომავალი ავტომანქანები მოძრაობას გააგრძელებენ ევროპის მოედნისკენ, ხოლო გვირაბიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი 1 ზოლად შევა ევროპის მოედნის წრეზე და სვლას გააგრძელებს ღვინის აღმართისკენ, ან უკან დაბრუნდება.
დღეს, 00:00 საათიდან გადაიკეტება ლეღვთახევის ქუჩა და ორბელიანის მოედანი. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, 00:00 საათიდან გადაიკეტება მტკვრის მარცხენა სანაპირო.ამიტომ, ავტომანქანები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ისინი სვლას გააგრძელებენ გვირაბის გავლით, ისნის მიმართულებით.
დაიკეტება წყალტუბოს ქუჩაც და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სამტრედიის ქუჩის გავლით.
5 ოქტომბრის 00:00 საათიდან 6ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება ბარათაშვილის ხიდის ამსვლელ პანდუსზე, ასევე, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვირაბიდან წამოსული ნაკადი იმოძრავებს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით, ასევე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ გვირაბის მიმართულებით.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 4, 2019 13:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics