შსს ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ბათუმში, 20 აპრილს
ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

,,თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მარათონ „THE GREAT BATUMI RACE”-თან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20
აპრილს ბათუმში, 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ან აიკრძალება.

კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება:

– შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე -იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია
კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე;

– იუსტიციის სახლიდან – რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების
კვეთამდე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:

– კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ
აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;

– მემედ აბაშიძის ქუჩაზე -კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე
თავდადებულის ქუჩის კვეთამდე;

– დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ
გორგილაძის ქუჩის კვეთამდე;

– ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ
ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;

– ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ
იმნაძის ქუჩის კვეთამდე;

– ნოდარ იმნაძის ქუჩაზე – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე
გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;

– კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე – ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ
კოსტავას ქუჩის კვეთამდე;

– მერაბ კოსტავას ქუჩაზე – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად
გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;

– ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე – მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის
ქუჩის კვეთამდე;

– ვალენბერგის ქუჩაზე – ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ
გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე;

– იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე – საბაგიროდან იახტ კლუბის შესახვევამდე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების
მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. ღონისძიების დასრულების
შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.”

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – გიორგი ქობულიას ძლიერი მხარე იყო სტრატეგიების დამუშავება, ახლა დადგა დრო, ეს სტრატეგიები უფრო სწრაფად, ეფექტურად დავიყვანოთ თითოეულ ოჯახამდე
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – ნათია კაპანაძეს, როგორც დამოუკიდებელ მენეჯერს, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებდა