12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,
ქრთამის აღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 2002 წელს
დაბადებული ა.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის
დეპარტამენტის მოსამსახურემ ა.მ.-მ, ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო
ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის
სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად ა.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოზურგეთში პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიალონდა თოლორაია: “ოცნების” ახალი კანონმდებლობით ყველა კრიტიკული იდევნება