21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად ბაადურ შენგელია დაინიშნა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბაადურ შენგელია დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეც ესწრებოდა.

ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“,– ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“რამდენიმე პროდუქტზე სპეციალური საფასო პოლიტიკა გავრცელდება”- რითეილ ასოციაცია
შემდეგი სტატიანარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელი პანდუსი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჩაიკეტება