შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საჯარიმო ქვითარი
police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის
ჩაბარებულად ითვლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი
წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – police.ge
ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:

• სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე
ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება;
• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms)
საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში
გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
• თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის
ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით,
მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის
საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის
ჩაბარებულად მიიჩნევა;
• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული
ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის
ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის
გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
• ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.
• მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი
გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;
აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა
კლების სისტემა არ ვრცელდება.

აღნიშნული რეგულაციის თანახმად, ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა სატრანზიტო
სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა. მათზე გამოწერილი
საჯარიმო ქვითრები, ასევე, გამოქვეეყნდება police.ge-ზე.

banner
წინა სტატიაში“ე.ი. სხვა მიზეზებს ეძებენ” – IBSU -ს რექტორი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს
შემდეგი სტატია“თამარ ჟვანია შეჩვეულია „ქართული ოცნების“ დაკვეთების შესრულებას,” – გიორგი გუგავა