შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინსტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2015 წლის 22 ნოემბერს სასამარლოს განჩინების საფუძველზე, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე დააკავეს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – ორჯერ ქურდობისთვის, ერთხელ ძარცვისთვის და ასევე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არაერთხელ დაჯარიმებული და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა ქ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულმა იზოლატორში შეყვანის შემდეგ სხეულზე ნაკაწრების სახით თვითდაზიანება მიიყენა. ასევე, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ პირის ღრუში დამალული ჰქონდა ე.წ. „ბრიტვის“ ნატეხი, რომელიც გადაყლაპა.
აღნიშნულ ფაქტზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, სამართალდამცველებმა ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და დაკავებული ბადრაგის თანხლებით სტაციონარში გადაიყვანეს. წინასწარი სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ შოთა ქ-ს არ ჰქონდა არანაირი საგანი გადაყლაპული, ხოლო დამატებით საჭირო გამოკვლევებზე, მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც შოთა ქ. სტაციონარიდან გაეწერა.
ბრალდებული ამ დროისთვის მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის იმყოფება 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისი ჯანმრთელობის მდომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე რუსულ პოლიტიკაზე
შემდეგი სტატიაბელგიაში მედიამ სპეცოპერაციის გაშუქება შეწყვიტა…