შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვარ-მაისში 2555
სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომლებიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო
საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას, რომელსაც
დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018
წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.
პირველ ეტაპზე, აღნიშნული შემოწმება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე
მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.
აქვე გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის
2017 წლის 1 დეკემბერის დადგენილების („ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და
მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე) შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან
დაიწყებს სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებას.
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას
დაექვემდებარება დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავის მქონე ავტომობილები.
საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირების
პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშილარსის საბაჟოსთან გაუჩინარებული ბესლან წუწაშვილის დედა სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს
შემდეგი სტატიახელისუფლებამ უნდა შეძლოს და აღიაროს, რომ ციანიდის საქმესთან მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა