შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და
მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად:

> საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, შინაგან
> საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის
> მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული
> უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას
> სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას;

> არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის
> მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება;

> საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან
> დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის,
> საკონტაქტოდ განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო
> ურთიერთობების დეპარტამენტი;

> სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის, პოლიციის
> უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და
> მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს
> ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
> დეპარტამენტი;

> ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების
> წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ
> საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის განსაზღვრულია შინაგან
> საქმეთა სამინისტროს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და
> გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტები;

> საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის
> საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და
> ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;

> არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს
> საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის
> შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას
> მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმიანება
შემდეგი სტატიაგუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ერის ტრაგედია და დიდი დანაკარგია