შინაგან საქმეთა სამინისტრო-ძლიერი ქარის გამო, სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი
სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი
მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.-ამის შესახებ ,,თაიმერს” შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების
მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ
საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 – ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო,
სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას
გულისხმობს.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შემოსულია 11 შეტყობინება. ძირითადად
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები.

banner
წინა სტატიაშიივანე ჩხაიძე – იანვრის შემდეგ მოსალოდნელია გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხეს