ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების
ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები,
სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში
ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილეები: იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი.
დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა,
რომლის საშუალებითაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო
ადგილას გადმოყვანა მოხერხდა.