შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ზვიად კუპრავას მიერ სასამართლო უპატივცემულობის ფაქტზე გამოძება დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

,,2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”- განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშინათია მიქელაძე – სამინისტროებიდან თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას არ ველოდებით
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა