17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში
მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან
დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ
ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი
ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2
ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

banner
წინა სტატიაშირაჭაში მეწყერში მოყოლილი ადამიანები ადგილზე მაშველებს ელოდებიან
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – დღევანდელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა