შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების თემაზე საპილოტე ტრენინგი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის პროექტის –
„მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT)
ფარგლებში, აკადემიის ინსტრუქტორებმა საპილოტე ტრენინგი ჩაატარეს.
სასწავლო კურსის მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო
უნარ-ჩვევების გამომუშავება და დახვეწა.

ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და
სამხარეო დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ. სწავლებაში ქართველ
ტრენერებთან ერთად ჩართული იყვნენ ბელგიელი და ბრიტანელი ექსპერტები.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდული,
რომელიც მოიცავს: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას,
საგამოძიებო და ოპერატიულ მოქმედებებს, ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს,
ადამიანის უფლებებს, ნივთმტკიცებების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს
და სხვ.

აკადემიის ინსტრუქტორებმა მათ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან
დაკავშირებით ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარეს და
პრაქტიკული სავარჯიშოები უჩვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა უცხოელ ექსპერტებთან
ერთად შეიმუშავეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდულის თემატიკა და
პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის საბაზისო და გადამზადების პროგრამებში დაინერგება.
სწავლების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები
გადაეცათ.

banner
წინა სტატიაშივისურვებდი, რომ ნაკლები ემოციებით წარიმართოს ასეთი მსჯელობა – თურნავა დეპუტატებთან შეხვედრას აფასებს
შემდეგი სტატიაყველა ხვდება, რომ კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი მოაქვს პარტიისთვის – გოგიჩაიშვილი