შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მანდატურების ახალი ნაკადის მომზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომავალი მანდატურები სპეციალურ
საგანმანათლებლო მოსამზადებელ პროგრამას გაივლიან.
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის
თანამშრომლებისთვის.
სასწავლო პროგრამის საერთო ხანგრძლივობა რვა კვირას შეადგენს. ამ პერიოდის
განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში, მანდატურობის კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს,
ცოდნა გაიღრმავონ დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების,
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკის, ბავშვთა მიმართ ძალადობის,
სკოლაში კონფლიქტური სიტუაციებისა და მათი მართვის, სამოქალაქო თავდაცვის,
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში.
მსმენელებს პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი
სერტიფიკატი გადაეცემათ.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: მადლობა და გვაპატიე ყველას რომ ვერ დაგიცავით
შემდეგი სტატია“ეს არის მკვლელობა, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში”