შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1
თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1
თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად ​კოვიდინფექცია
დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც
აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს
უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების
წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.
დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა
სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების ასეთ წარმომადგენლობას ჩვენს ქვეყანაში – გვეამაყება, რომ პარტნიორების მხრიდან ჩვენს ქვეყანას ასეთი მაღალი ნდობა აქვს
შემდეგი სტატია“ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი!” – სანდრო ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა