შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის
ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 2
უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

banner
წინა სტატიაშითიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
შემდეგი სტატიანორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დაკავებულებიდან უკვე მეორე პირი, ზარდიაშვილის ახლობელი აღმოჩნდა