შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972
წელს დაბადებული გ. ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სამართალდამცველებმა, გ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული
ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ფხვნილი ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიციკაციის სამუშაოებს გაეცნობა
შემდეგი სტატიაბავშვთა დაცვის დღე დაღუპული სამხედროების შვილებს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა