შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993
წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე
დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე,
დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს –
1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური
საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი
გარემოებების დასადგენად.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად
ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისდსს განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს
შემდეგი სტატიარუსი ჰაკერები ზურაბიშვილის დასახმარებლად – ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს