შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზნაძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ბ.ღ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი დაუსწრებლად
წარუდგინეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ღ.-მ მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, “აფხაზეთის განათლების ცენტრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ლ.ს.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი,
მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიშსს: თბილისში 1999 წელს დაბადებული კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შემდეგი სტატიაამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ