შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 2 პირი
დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის
სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულები
არიან: ნ.გ. და წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ქ.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღი, „კო-44“-ის სისტემის კარაბინი, 3 მჭიდი და 110 საბრძოლო ვაზნა
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისასულიერო აკადემიის საბჭოს გადაწყვეტილებით, თეოლოგი გოჩა ბარნოვი აკადემიას დატოვებს
შემდეგი სტატიაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა