შსს-მ წყნეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა, კიდევ ერთ პირზე კი ძებნა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი
ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით,
წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში
საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან
მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული
დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ
პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – 2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი
შემდეგი სტატია,,ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის არა ბოდიშის მოხდა, არამედ ინფორმაციის უარყოფა დაევალა”