შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ო. და წარსულში
ნასამართლევები 1989 წელს დაბადებული შ.ხ., 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ.
დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10
თებერვალს, თბილისში ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში ავტომანქანიდან სარკეების
ქურდობა სცადეს. ო.ი.-მ კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე
ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა.
სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით

banner
წინა სტატიაში169 მილიონი ლარის 12 პროექტი და შესრულება ნული – გიგი უგულავა
შემდეგი სტატია“სისტემა მომართულია იმისკენ, რომ გაანადგურონ მოწინააღმდეგე” – მელიქიშვილი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ შავ პიარზე