შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის
ბრალდებით, არასრულწლოვანები: 2002 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი
მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ. ბ. დააკავეს, ხოლო 2003 წელს დაბადებული კ. ო.-ს
ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე
მდებარე ზოომაღაზიის გაქურდვა სცადეს. პოლიციამ მათი ქმედება შემთხვევის
ადგილზევე აღკვეთა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე
მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე
გამოავლინეს 1971 წელს დაბადებული ი. ღ., რომელმაც თბილისში, ბროწეულის
ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭის 2 თავსახური მოიპარა. ნაქურდალი ნივთები
ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაგორში ოთხ ადგილზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა