შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის
ბრალდებით, ორი პირი – 1980 წელს დაბადებული ნ.მ. და 1988 წელს დაბადებული,
წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ა.ჩ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი
მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს
ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი
ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

რაც შეეხება ა.ჩ.-ს, ის სამართალდამცველებმა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე
მდებარე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ბრალდებით
დააკავეს. მის მიერ მოპარული ნივთები, ასევე, ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჩ.-მ ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი მოქალაქის
ბინა გაქურდა.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და
მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივენესუელელი მიგრანტების რიცხოვნობამ 3,4 მილიონს მიაღწია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო