შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს
დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის
ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული
უცხო ქვეყნის მოქალაქე – მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად
ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივინ არის მოქალაქე,რომელმაც ფოთის მერიაში თვითმკვლელობა სცადა?!
შემდეგი სტატიაფოთში ახლგაზრდა მამაკაცს მდინარე რიონში ეძებენ