შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.ტ., ყაჩაღობის
ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 22 დეკემბერს,
თბილისში, თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორს იარაღის
მუქარით 100 ლარი გასტაცა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ო.ტ. მალევე, ცხელ
კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის
იარაღი – „RETAY XR”-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულმა აღიარა, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს ასევე თავს დაესხა იოანე
პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „იოლის“ ფილიალს, ცივი იარაღის მუქარით
მაღაზიის სალაროდან 200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე
მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიწულუკაინი რასაც წარმოადგენს, იმ ხარისხის ფრაზაა ეს – ბოკერია წულუკიანის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაონლაინ შეხვედრა მოსკოვსა და პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან