შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ
ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა
დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ
უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 1995 წელს
დაბადებული ლ.ბ.

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა
მოქალაქემ, 1995 წელს დაბადებულმა ლ.ბ. სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ
დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა.

მანდატურებმა ლ. ბ. სასამართლოს ეზოში შეაჩერეს. აღნიშნული პირი პოლიციამ
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში
გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი და
მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, რომ განსხვავებული აზრის ადამიანს არ გამოკეტავენ ციხეში” – გურამ დონაძის კომენტარი დაკავებამდე
შემდეგი სტატიამომსახურების მაღალი სტანდარტებისთვის XIX ბიზნესრეიტინგის ფარგლებში კომპანიები დაჯილდოვდა