შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე დღეს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).

banner
წინა სტატიაშითუ საეკლესიო, ანუ სინოდის კრებაზე არ იქნა საბოლოოდ შეფასებული, უფრო სავალალო შედეგამდე მივალთ
შემდეგი სტატია1990 წლის 28 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები