შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის სენაკისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1977 წელს დაბადებული რ.ჭ. და
1969 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის
2 პისტოლეტი, 3 მჭიდი და 21 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია
შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის
მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითბილისში „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს
შემდეგი სტატიამარინა დარახველიძე – სასწრაფოს გამოძახება შემცირდა, ხოლო ამბულატორიებში მიმართვიანობა გაიზარდა