შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების გასაღების ფაქტებზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001
წელს დაბადებული გ. ჩ. – ქურდობის, ხოლო 1993 წელს დაბადებული ე.ე. –
წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების
ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ჩ.-მ სოფელ ჯვარში, ერთ-ერთი მოქალაქის
კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა, ე.კ.-მ კი მის მიერ მოპარული ნივთები გაასაღა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული
ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის
177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით
და 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინციატივას მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია დევნილებს ბინებით დაკმაყოფილების საკითხში უშუამდგომლებს