შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ფ.,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 19
აბი ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გარდაბანში 2 პირი დააკავა – დაკავებულები მოქალაქეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მუქარით თანხას ძალავდნენ
შემდეგი სტატიაშვილმოკლული მამებისთვის ნათქვამი მერიის უარი აქციის გამართვასთან დაკავშირებით – ომბუდსმენი მერიის გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს