შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბერში,
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის
პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის და ახალციხის რაიონებში,
მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და
სამასალე ფიცრები ამოიღეს. პოლიციამ გამოვლენილი 15 ავტომანქანა და
არალიცენზირებული 4 სახერხი საამქრო დალუქა.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიხობში პოლიციელი 73 წლის მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში დღეს მოუსმენენ