შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა -ცხელ კვალზე დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში მომხდარი ქურდობის ფაქტები
გახსნა -ცხელ კვალზე დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1966 წელს დაბადებული წარსულში
ნასამართლევი ვ.ი. და 1965 წელს დაბადებული დ.ყ., ქურდობის ბრალდებით
დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში ორი მოქალაქის
კუთვნილი საცხოვრებელი სახლები გაქურდეს, საიდანაც ფული და ძვირფასეულობა
წაიღეს. სამართალდამცველებმა ვ.ი. და დ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ,
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული, ოქროს ნივთები და საკეტის
გასახსნელი ხელსაწყოები ე. წ. „ატმეჩკები“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის
ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიახობში წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა